GEO  ENG  RUS
რუსთავის სსს “ფოლადკონსტრუქცია” დაარსდა 1947 წელს როგორც სპეციალიზირებული სამმართველო ლითონკონსტრუქციისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მონტაჟისათვის, საწარმოო შენობა-ნაგებობებისა და მაღლივი შენობების მშენებლობისათვის. ხოლო 2004 წლის თებერვალში მის ბაზაზე შეიქმნა შპს. “ფოლადკონსტრუქცია”, რომლის საქმიანობა არის: დაპროექტება, მშენებლობა, ლ.კ დამზადება და მონტაჟი.
თავისი არსებობის მანძილზე სამმართველოს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ რთულ მშენებლობაში, როგორიცაა: აგლიფაბრიკისა და ბრძმედის ღუმელის კომპლექსის, მარტენისა და მილსაგლინავი საამქროს და საერთოდ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მრავალი ობიექტის დამონტაჟებაში; მადნეულის სამთოგამამდიდრებელი კომპლექსის მშენებლობაში, სადაც დამონტაჟებულია 11 ათასი ტონა ლით. კონსტრუქციები და 7 ათასი კუბამეტრი ასაწყობი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები; კაპროლაქტამის კომპლექსის მშენებლობაზე და სს ‘აზოტი”-ს სხვადასხვა ობიექტებზე; მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოები სატელევიზიო ანძებზე, რადიოგადამცემ ხაზებსა და ანძებზე.

შპს "პოლადკონსტრუქცია" გთავაზობთ:


ნებისმიერი კონსტრუქციების გათვლა და პროექტირება
ლითონის კონსტრუქციების დამზადება, მონტაჟი, დემონტაჟი
სამრეწველო და საწარმო დანიშნულების შენობა–ნაგებობების მშენებლობა
ქ. რუსთავი
მაზნიაშვილის ქ. 5
ტელ.: +995 24 141 365
ფაქსი: +995 24 141 365
ელ.ფოსტა: poladkonstrukcia@mail.ru
26.10.2010

ქ. რუსთავის ს.ს "ენერჯი ინვესტი", 2 სექციანი შხეფსაცივარი
26.10.2010

ქ. თბილისი, წისქვილკომბინატი
26.10.2010

ქ. ფოთი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა
დამზადებულია შპს რეფრეშის მიერ
© 2010