საათები: ორ - პარ: 10.00 - 18.00


1947 წლიდან თქვენს სამსახურში


კომპანიის გააჩნია ძლიერი საწარმოო ბაზა

რუსთავის სს „ფოლადკონსტრუქცია“ დაარსდა 1947 წელს, როგორც სპეციალიზირებული სამმართველო ლითონკონსტრუქციებისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მონტაჟისთვის, საწარმოო შენობა-ნაგებობებისა და მაღალი შენობების მშენებლობისათვის. 2004 წლის თებერვალში მის ბაზაზე შეიქმნა შპს „ფოლადკონსტრუქცია“, რომლის საქმიანობა არის: კონსტრუქციების დაპროექტება, მშენებლობა, დამზადება და მონტაჟი.

დღეისათვის კომპანიას აწყობილი და დამონტაჟებული აქვს სხვადასხვა მოდულის ტიპის ლითონკონსტრუქციები, როგორიცაა: „კისლოვოდსკი“, „ორსკი“, „მოლოდეჩნო“, რეზერვუარები, აირსაცავები, გაზგამყოფები, სხვადასხვა სიმაღლის საკვამლე მილები.

კომპანიის აქვს ძლიერი საწარმოო ბაზა ლითონკონსტრუქციების დასამზადებლად წლიური სამი ათასი ტონის მოცულობით. ბაზა დაკომპლექტებულია ძლიერი ტვირთამწე მექანიზმებით, შესაძლებელია ნებისმიერი მასის ტვირთის მიღება და გადატვირთვა. აქვს საკუთარი რკინიგზის ჩიხი.

კომპანიას აქვს მაღალკვალიფიციური მექანიზატორები, სიმაღლეზე მომუშავეები, ელექტროშემდუღებლები, ზეინკლები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, კვალიფიციური მუშები.